საკალიბრაციო ლაბორატორია

FMTB სერიის სტენდი გაზის მრიცხველების ტესტირებისა და კალიბრაციის კომპაქტური სტენდია, რომელიც იყენებს ჰაერს ატმოსფერულ პირობებში. სტენდი გათვლილია გაზის მრიცხველების დაკალიბრებაზე და ტესტირებაზე მაღალი სიზუსტით უმოკლეს დროში. FMTB აღჭურვილია მაღალი ხარისხის სენსორებით და გადამწოდებით, რომელთა გაზომვის შედეგები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. FMTB სერიის დანადგარები სრულად ავტომატიზირებულია, რაც საშუალებას იძლევა მრიცხველები დაკალიბრდეს უმოკლეს დროში. მრავალარხიანი მონაცემთა ანალიზატორი ინტეგრირებული საათით, უზრუნველყოფს მონაცემთა შერჩევისა და შეგროვების შესაძლებლობას ძალიან მაღალი სიზუსტით.