2007 წელს დაარსებული კომპანია „ენერჯი სერვისი“ დღეს საქართველოს ბუნებრივი აირის ინდუსტრიის სრულყოფილი წევრია. ენერჯი სერვისი ბუნებრივი აირის აღრიცხვის ხელსაწყოების ერთ–ერთი მთავარი მომწოდებელია საქართველოში. ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ბუნებრივი აირის ინდუსტრიის ყველაზე მოწინავე ხელსაყოებს და ტექნოლოგიებს.
ჩვენი ხელსაწყოები უზრუნველყოფენ აღრიცხვის სიზუსტის მაღალ დონეს.
ჩვენი პროფესიონალთა გუნდი ყოველთვის მზად არის გაუწიოს მომხმარებელს მაღალკვალიფიციური საინჟინრო და ტექნიკური დახმარება, მხარდაჭერა ტექნოლოგიების და სისტემების ოპერირების საკითხებში და ასევე პროფესიონალური კონსულტაცია.
ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის ხელსაწყოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბუნებრივი აირის აღრიცხვას, კონტროლს ,რეგულირებას და უსაფრთხოების გარანტიას.
კომპანიას შესრულებული აქვს არაერთი წარმატებული პროექტი – ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძების და ბუნებრივი აირის გამანაწილებელი სადგურების მშენებლობა.